RSS : Articles / Comments


20:26, Posted by დალიკა, No Comment



მშვენიერებას ბავშვობაში უკვე დავეძებდი

(მთავარეპისკოპოსი ზოსიმე. “ცხოვრება ჩემი შემოდგომაა გრძელი” თბილისი 2002წ)


  მეოთხე კლასში ვიქნებოდი, როცა ხატვის მასწავლებლად დაგვიდგინეს სრულიად ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო თავისი გონიერებითა და სიკეთით. მე საერთოდ მიყვარდა მოაზროვნე მასწავლებელი, ვინც არ ჯერდებოდა მარტო თავისი საგნის სწავლებას, არამედ ცდილობდა რაღაც უფრო დიდი დაენახვებინა ჩვენთვის. როგორც ჩანს სული ჩემი მაშინ უკვე იმ დიდისა და ამოუცნობის ძებნაში იყო და დღესაც იგივეს დაეძებს მონდომებით. ვინც კი შემწევია ამ საქმეში, ვისაც წილი ჩაუდია ჩემს სულიერ განათლებაში, ტველა ახლობელი და სასურველი შეიქნა ჩემთვის. ეს გოგონაც, რომლის სახელიც კი არ მახსოვს, ერთ-ერთი იმათგანია, რადგან მან ბევრ რამეზე ამიხილა თვალი.
  თავიდან იგი გვიტარებდა ჩვეულებრივ გაკვეთილებს ხატვაში და რაიმე განსაკუთრებული არ შემიმჩნევია მისთვის, გარდა ადამიანური სიკეთისა, რაც უხვად ჰქონდა ღვთისგან მიცემული. ძალიან თბილად გვეკიდებოდა ყველას და ცდილობდა გაეღვივებინა ჩვენთვის ხატვის სიყვარული. შემდგომში ყველაძე მეტად მასში მომწონდა ის, რომ ის ხატვის სწავლებას ფანქრის მოსმით კი არ იწყებდა, არამედ ჯერ ცდილობდა ესწავლებინა ჩვენთვის გონიერი ხედვა, სილამაზის დანახვა და შემდეგ ის, თუ როგორ გადაგვეტანა ქაღალდზე უკვე დანახული და განცდილი. განსაკუთრებული მონაცემები მე არასდროს მქონია ხატვაში, ამიტომაც სხვებისგან არაფრით არ გამოვირჩეოდი, მაგრამ მასწავლებლის დიდმა სიყვარულმა თუ პატივისცემამ, უცნაური გაბედულება და სურვილი გააჩინა ჩემში. გადავწყვიტე, რაღაც მეც შემექმნა ისეთი, რითაც ჩემს დიდ პატივისცემასა და სიყვარულს გამოვხატავდი ჩვენი მასწავლებლისადმი. მართლაც, ერთხელ, მან დაგვავალა ჩვენი სურვილისამებრ გამოგვეხატა რაიმე მშვენიერი და ლამაზი. არ ვიცი რატომ და მე მაშინ მშვენიერებად ლამაზი ბაღი და იქ მოცეკვავე გოგონა წარმოვიდგინე. ბევრი ვიწვალე, ვიდრე საწადელს მივაღწევდი, შემდეგ კი, როცა რაღაც თითქოს გამომივიდა, ვეღარ გავბედე მასწავლებლისთვის მეჩვენებინა იგი. ძალიან ვღელავდი, მეშინოდა წუნი არ დაედო ნახელავისთვის ან კადნიერებად არ ჩაეთვალა ჩემთვის ამგვარი საქციელი, მაგრამ შევცდი: როცა მან აიღო ჩემი ნახატი და დააცქერდა მას, შევატყვე, რომ სახე გაუნათდა სიხარულით, დაიხარა და შუბლზე მეამბორა სიყვარულით.

  ეს ამბორი სამუდამოდ დამამახსოვრდა ცხოვრებაში. ზოგი რამ შემისწორა ფანქრით და ბაღში მოცეკვავე გოგონას შემატა მეტი სინარნარე და ეშხი. მე უკვე მომწონდა ჩემი ქმნილება და ვხარობდი იმით. მასწავლებელიც მეტად კმაყოფილი ჩანდა ჩემი ნახელავით. არ ვიცი გრძნობდა თუ არა იმას, რომ ის ყველაფერი მას მივუძღვენი, რომ მშვენიერი და ლამაზი ჩემთვის ის შინაგანი სიკეთე იყო, მასში რომ ვხედავდი. მიხაროდა, რომ მან ამოიცნო ჩემი ნაფიქრალი და ამიტომაც თავს ბედნიერად ვგრძნობდი.

...............................................................................................................................


cv

სახელი: დალი

გვარი: კალანდაძე

დაბადების თარიღი: 16 იანვარი. 1968წელი

მისამართი: თბილისი. ხუდადოვის ქ. 30

ტელეფონი: 96-37-05 895448332

განათლება: 2001-2002წწ.საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და დახელოვნების ინსტიტუტი. (დაწყებითი კლასების მასწავლებელი.)

1986-1992წწ.თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტი. ქიმიის ფაკულტეტი. ქიმიის პედაგოგი და ქიმიკოსის კვალიფიკაცია.

დამატებითი განათლება:


”წერა და კითხვა კრიტიკული აზროვნებისთვის” ტრენერების ტრენინგი (2008წ)

 GEARN  ისტ მენეჯერებისა და მასწავლებელთა გადამზადების ტრენინგ კურსი. (2008წ)

 “კრიზისული ფსიქოლოგიის პრაქტიკაში
გამოყენება”(UNICEF 2008წ)

2006-2008 წწ სასწავლო გეგმის დანერგვის
ტრენინგ-კურსი (ეროვნული სასწავლო
გეგმებისა და დანერგვის ცენტრი.
განათლების სამინისტრო)

“ვისწავლოთ და ვასწავლოთ რელიგიური ტოლერანტობა.’’ (მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი. 2006წ)
“წიგნიერების ახალ მიჯნაზე”
(სკოლა-ოჯახი-საზოგადოება)

2005-2006 წწ “უფლებამოსილებითი განათლება”
(არასამთავრობო ორგანიზაცია “განათლება
მშვიდობისათვის”)

შრომითი გამოცდილება:2010 წლიდან წმინდა გიორგის საერო სკოლა 

2002წლიდან 2010 წლები თბილისის სსიპ 63-ე საჯარო სკოლა